saqarTvelos mRvimeebi - aZabis gvirabi
კარსტული წარმონაქმნი, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. რომელიც მდებარეობს აძაბის მღვიმის სამხრეთით 20 მ. ვრცელდება ზღვის დონიდან 250 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს 45 მ სიგრძის აღმავალ გვირაბს, რომელიც ძლიერ მეანდრირებულია. გვირაბის საშუალო სიგანე 0,5 მ-ია, ხოლო სიმაღლე 1-1,5 მ არ აღემატება. მღვიმე ვიწრო ნაპრალით იხშობა. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მაკარონისებური სტალაქტიტები, მექანიკურიდან - ცალკეული ლოდები. ჰავა სტატიურია. მღვიმეში გაედინება პატარა ნაკადი. ბინადრობენ ღამურები, მწერები, ობობები.
ადვილი გასასვლელია. შედგენილია გეგმა.